1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და იტყობინება, რომ 1-ლ მაისს საქართველოში გაიმართა მენშევიკების მიტინგი, რაც ბოლშევიკებმა ვერ მოითმინეს და მიტინგის დროს ყველა მენშევიკი დააკავეს, მათ შორის იყვნენ: სოლომონ ჯიბლაძე და ვლასა მგელაძე.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი