1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.

წყარო: ამიერკავკასიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის წერილები და სატელეგრაფო პასუხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვეჰიბ-ფაშასადმი თურქების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარის ნაწილების გაყვანის, სისხლის ღვრის შეწყვეტის თაობაზე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი