1918 წლის 3 დეკემბერს ჩატარდა პარლამენტის სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდა აკაკი ფაღავა. მან განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ბევრი ისეთი პირი იყო, რომელთაც არავითარი საქმე არ გააჩნდათ და საშიშროებას წარმოადგენდენ ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შემოიღო გენერალ-გუბერნატორმა დადგენილება მათი ქვეყნიდან გაძევების შესახებ.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა