1918 წლის 3 დეკემბერს ჩატარდა პარლამენტის სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი. მან განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლადშემოღებული კანონი ეხებათ იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებიან და მომენტს ელოდებიან, გადატრიალების გზით თანამდებობები დაიკავონ.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა