1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს სთხოვა რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დაენიშნათ. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა თავისი საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | შალვა ილიას ძე ალხაზიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი