საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10491

ფაქტი 10491

1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ 25 დეკემბერს თავის მესამე ვაჟ შალვას შეხვდა სახადი. მკურნალი ექიმები იყვნენ ბროძელი, აბაკელია და მგელაძე. ამ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდნენ. ორი თვის შემდეგ, როცა ექიმებმა გარეთ გამოსვლის ნება დართეს, ის წარსდგა გიმნაზიაში ნოემბრისა და დეკემბრის ანაზღაურების მისაღებად. მას მხოლოდ ნოემბრის თანხა მისცეს და განუცხადეს, რომ დეკემბრის ანაზღაურებას ვერ მისცემდნენ, რადგან 15 დეკემბრს ის სამინისტრომ დაითხოვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10491; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .