1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე აცხადებდა: „თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ბრძოლამ ჩრდილოური ანარქიისა და რეაქციის ნიაღვრისაგან დაიცვა ამიერკავკასიის რესპუბლიკები. რუსეთის მტრული დამოკიდებულება არა მარტო სახელმწიფოებრიობისთვისაა საშიში, არამედ საერთოდ კლდოვან ხეობებში გამომწყვდევით ემუქრება თვითონ მთიელებს“.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა