საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10664

ფაქტი 10664

1918 წლის 7 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსი გიორგი კონიაშვილი ბრძანებაში 1918 წლის 2 მარტს დახოცილი უმცროსი მილიციელების: ალექსი მესხიშვილის, დათიკო მეკუჩაშვილის, სულაძის, იაკობ კერესელიძის, ვასილ ბოლქვაძის და დაჭრილი თედო გოგიას თავგანწირულ ბრძოლას აღნიშნავდა და იმედს გამოთქვამდა, რომ მათი ამხანაგებიც სინდისიერად შეასრულებდნენ მოვალეობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10664; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .