1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ ევგ. ჟარკოვსკის სტატიიდან ვიგებთ, რომ მოზდოკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარემ – პოლკოვნიკმა რიმარმა – შექმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ინგუშეთზე იერიშის გეგმა. ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად რიმარმა 1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში საოლქო ყრილობა დანიშნა.

წყარო: ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა