1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ აჰმედ ცალიგოვის (Ах.Ц.) წერილში ვკითხულობთ: „დაღესტანში დენიკინის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყება უკვე ჩრდილოკავკასიელ მთიელთა საყოველთაო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლადაა გადაქცეული და დროა, რომ იგი საქართველოსა და აზერბაიჯანის პირადი საქმეც გახდეს, რადგან დენიკინელთა გამარჯვების შემთხვევაში საფრთხე მათ დამოუკიდებლობასაც ემუქრება. მოძმე რესპუბლიკების პოლიტიკოსები უნდა ხვდებოდნენ, რომ დასავლეთ ევროპის არც ერთი სახელმწიფო არც ერთი ჯარისკაცით არ დაეხმარება მათ. საზავო კონფერენციამაც გამოავლინა თავისი უსუსურობა“.

წყარო: ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა