1919 წლის 21 ივნისს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 18 ივნისის N 129 მიწერილის პასუხად აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიაჩნდათ, ვინაიდან ერთი და იმავე პირისთვის ორი კლასის დამრიგებლობის დაკისრება კანონით არ იყო გათვალისწინებული.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ბარბარე ივანეს ასულ ამილახვრის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი