1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში ჩავიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარაშვილი, დავით ღამბაშიძე და სხვ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.

წყარო: ერთობა, 1920 | 21 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა