1919 წლის 26 მარტს ვიცედირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის ცნობები სასწავლებელში ნამსახურეობის შესახებ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი