1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა, კერძოდ, საპონის ქარხნისთვის საჭირო საქონლის, სასოფლო-სამეურნეო იარაღის, მანუფაქტურის და სხვ. საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით.

წყარო: ერთობა, 1920 | 18 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა