1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. კრებას მიესალმნენ რამიშვილი და საქართველოს საბჭოს სახელით ს. აბაშიძე. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, მაჰმადიანთათვის იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.

წყარო: ერთობა, 1918 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა