1918 წელს სიმონ ივანეს ძე ბარამიძე, მცხოვრები ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში, რომელსაც დამთავრებული ქონდა ბათუმის გიმნაზიის 4 კლასი, სთხოვს განათლების მინისტრს, მისცეს მას უფლება ჩააბაროს გამოცდები შინა მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად.

წყარო: განცხადებები, მიმოწერა პენსიების დანიშვნის, მასწავლებლის წოდების მისანიჭებლად გამოცდების ჩატარების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი