საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11377

ფაქტი 11377

1920 წლის 26 ივნისს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების მინისტრ ნოე რამიშვილს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძე ისტორიის მასწავლებლად დამტკიცდა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან, თუმცა სამსახური 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო. ის მინისტრს სთხოვს, გიორგიძეს ნამუშევარი ჩაეთვალოს და თანამდებობაზე 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დამტკიცდეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11377; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .