საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11477

ფაქტი 11477

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11477; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .