1918 წლის 10 სექტემბერს გორის საოსტატო სემინარიის პედაგოგს კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა. სთხოვეს, თანამდებობის წარმომადგენლისგან საქმე და ქონება სათანადო აქტის შედგენით ჩაებარებინა და მოვალეობის აღსრულებას შედგომოდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კირილე არველაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი