1919 წლის 7 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს კირილე არველაძეს აცნობეს, რომ ნება ეძლეოდა მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან თავისთვის გამოეწერა ოთხი გაკვეთილის ანაზღაურება – 75 მანეთი.
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კირილე არველაძის პირადი საქმეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი