1918 წელს განათლების სამინისტროს მიმართეს და შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ შემდეგი პიროვნებები: მარიამ მიხეილის ასული თვაური, თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ვერა გაბრიელის ასული ვასაძე, ლტოლვილი ოზურგეთის მაზრიდან, გრიგოლ ილიას ძე ორჯონიკიძე, თამარ ვასილის ასული ნადირაშვილი, ნინო იაკობის ასული ილინა, შალვა სილოვანის ძე ვადაჭკორია.

წყარო: მიმოწერა ღარიბ მოწაფეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, განათლების სამინისტროს სასწავლებლების და გიმნაზიის მასწავლებელთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი