1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილ მუხრანის ვენახში, გამართულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ბაზალეთის თემიდან ამ სიაში იყვნენ: ნიკა ცქიმანური, ლადო, სანდრო, გრიგოლ, იოსებ, ლექსო, პავლე ლალიაშვილები, გაბო, ილო, ლექსო ვერძეულები, ვერა, მაშო, კატო ნათელაშვილები. 

წყარო: დუშეთის აჯანყება 1918 წელი
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა