1897 წლის 9 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 24-ე სსხდომაზე წარადგინეს სენაკის სკოლის მასწავლებლების – ივლიანე გოგოლაშვილის, იასონ ნიკოლაიშვილის და ლავრენტი აგლაძის – საჩივარი თავიანთი მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი