1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე გაბრიელ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ წიგნების დამტარებლისთვის გამოყოფილი 300 მანეთით უმჯობესი იყო, მოსახლეობისთვის უფასო წიგნები დაერიგებინათ, ხოლო სოფლებში წიგნების დარიგება სკოლებისთვის მიენდოთ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი