საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12201

ფაქტი 12201

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანია გამოვიდა წინადადებით, რომ სკოლების ვალი ადგილობრივი საზოგადოებებისთვის ნაწილ-ნაწილ გადაეხდევინებინათ, ან საერთოდ გაეუქმებინათ. ამაზე ნიკო ცხვედაძემ უპასუხა, რომ ვალი მხოლოდ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებს ჰქონდათ და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას უკვე ჰქონდა მიმომოწერა სათანადო დაწესებულებებთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12201; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .