საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12294

ფაქტი 12294

1897 წლის 26 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა, რომ ათხოვონ მას სახლში წასღებად შემდეგი ხელნაწერები: 1) რიტორიკა, 2) ლოგიკა, 3) იოანე ფილოსოფოსის ნაწერები, 4) არისტოტელეს კატეგორიები, 5) ფიზიკა და პლატონის წიგნი. გამგეობამ დაადგინა, ანდრონიკაშვილისვთის ეთხოვებინათ მხოლოდ რიტორიკის, ლოგიკის და კატეგორიების ხელნაწერები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12294; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .