1886 წლის 12 სექტემბერს პარმენ გიორგის ძე ჯავრიშვილი ჯავახეთის ახალქალაქიდან გამგეობას უგზავნის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სასარგებლოდ აკრეფილ საწევრო თანხასა (23 მან.) და გადამხდელ პირთა სიას: შტაბს-კაპიტანი მიხეილის ძე მუსხელიშვილი (6 მან.), ნადვორნი სოვეტნიკი სვიმონ ალექსანდრეს ძე ლარნერი (5 მან.), ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (6 მან.), ვასილ იოსების ძე ორბელიანი (6 მან.). საზოგადოების საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი ამავე ბარათზე სათანადო წარწერითა და ხელმოწერით ადასტურებს ფულის მიღებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი