1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ თბილისის მილიციის უფროსის, გრიგორ ესაიანცის სახელზე გაცემული განკარგულების თანახმად, თბილისის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი უფროსის, დეკანოზ ივანე ბუტირსკისთვის დაუყონებლივ უნდა ჩამოერთმიათ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლის, ივანე ნატროშვილისთვის ჩაებარებინათ.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 3 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა