საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12562

ფაქტი 12562

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორის თხოვნა, რომ გამგეობას 20 ცალი „დედაენა“ და 40 რვეული გაეგზავნა ახალციხის მაზრის სოფლების – აწყურის, ძველის, მუქახის, ტოლუშის და კობაშენის – სკოლებისთვის. წიგნებისა და რვეულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 მანეთს. ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12562; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .