კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ახალციხიდან იტყობინება, რომ მისი ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა ქალაქის საკრებულოს დარბაზში თავი მოეყარა მაზრის მკვიდრი ქართველობისთვის, რათა განეხილათ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ახალციხის ფილიალის დაარსების საკითხი, მაგრამ ამ განზრახვას წინ აღუდგა მაზრის უფროსი – მან ქართველებს არ დართო შეკრების ნება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილება ქ. ახალციხეში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1908-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი