1909 წლის 21 თებერვალს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ თბილისის გამგეობას გაუგზავნა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაფუძნების საინიციატივო კომისიის წევრთა სია: თამარა გიორგის ასული ვაჩნაძისა, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი და კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილება ქ. ახალციხეში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1908-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი