საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13060

ფაქტი 13060

სარევიზიო კომისია სთხოვდა საზოგადო კრებას, რომ წლიური საწევრო შენატანი 6 მანეთი შემცირებულიყო 3 მანეთამდე, ვინაიდან წევრებს ამ თანხის გადახდა უჭირდათ. ვინც საწევრო თანხას წლის განმავლობაში არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13060; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .