საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13070

ფაქტი 13070

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გადაწყვიტა წინარეხში, თონეთში, პატარძეულსა და სტეფანწმინდაში სკოლა გაეხსნა. სოფლების მოსახლეობამ სკოლის მოწყობა და შენახვა საკუთარ თავზე აიღო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13070; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .