საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13095

ფაქტი 13095

1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13095; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .