საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13186

ფაქტი 13186

სარევიზიო კომისია სთხოვდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას, რომ წვრილი თანხები (მასწავლებელთა საპრემიო – 8 მან. 43 კაპ., ვ. პეტრიაშვილის – 251 მან. 18 კაპ., სტუდენტების – 131 მან. 85 კაპ., სულ – 428 მან. 92 კაპ.) მიმატებოდა სალიტერატურო ფონდს. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13186; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .