საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 135

ფაქტი 135

1935 წლის 25 ივნისს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ დაეკმაყოფილებინა ყოფილი პოლიტკატორღელებისა და გადასახლებულთა საზოგადოების საბჭოს პლენუმის 23 ივნისის გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციასთან, მისი ქონების გადაცემასთან და საზოგადოების ყოფილი წევრებისათვის შემდგომი სახელმწიფო დახმარების ფორმათა საკითხის დამუშავებასთან დაკავშირებით, რის გამოც შექმნა კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ი. აკულოვი (თავმჯდომარე), ნიკოლაი ივანეს ძე ეჟოვი, კოროჩკინი, ემელიან მიხეილის ძე იაროსლავსკი, იაკობ ქრისტეფორეს ძე პეტერსი, იოსებ ალექსის ძე ნაგოვიცინი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 135; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .