საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1398

ფაქტი 1398

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის, ნოტას, აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხს შორის კეთილმეზობლური განწყობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა, და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მთავრობა მომავალში მონახავდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ენას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1398; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .