1908 წლის 24 აგვისტოს ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობის მმართველი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის შესახებ და აუწყა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა წევრთა საგანგებო კრების მოწვევა, რომელიც შეძლებდა მსგავსი საკითხების გადაწყვეტასს. გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ამხანაგობა „შუამავალი“ 5 თუმნით მაინც დაეხმარებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი