საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14457

ფაქტი 14457

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის გუბერნიის ქართველი თავადაზნაურობა მოვალეობად მიიჩნევდა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს საუკეთესო შვილის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14457; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .