1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ ჯავიდან მიიღო შემდეგი შინაარსის დეპეშა: „ოსეთის ყველა სოფლის, გარდა მთის ოსეთისა, წარმომადგენელთა ყრილობა რესპუბლიკის მთავრობას ულოცავს დამოუკიდებლობის აღიარების დიდ აქტს; ყრილობას სწამს, რომ ეს ისტორიული ამბავი შედეგია იმ დემოკრატიული წესწყობილებისა, რომელმაც რესპუბლიკის მცხოვრებნი გადაარჩინა ანარქიას და სამოქალაქო ომს. გაუმარჯოს ნ. ჟორდანიას და მის მთავრობას“. თავმჯდომარე ჯიოევი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 3 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა