საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14713

ფაქტი 14713

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის IV განყოფილების მოსწავლეებმა გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ მესამე ნაწილიდან 44 სტატია, 11 იგავი და 7 ლექსი. ასევე ტოლსტოის წიგნიდან წაიკითხეს სხვადასხვა სტატიები. მათ მასალა კარგად ჰქონდათ ათვისებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14713; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .