საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14787

ფაქტი 14787

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უფის გუბერნიაში გადასახლებული მელიტონ მელაძის თხოვნა რამდენიმე წიგნის უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14787; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .