საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14800

ფაქტი 14800

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ქართული ენის გრამატიკა, ლექსები, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. მათ კარგად დაწერეს თემა „შოთა რუსთაველი და მისი დრო“. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14800; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .