საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14834

ფაქტი 14834

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მოსწავლეებმა საღვთო სჯულის პროგრამა სრულად გაიარეს. მათ კარგად იცოდნენ ლოცვები და თავისუფლად ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ისტორიებსაც. პირველი და მეორე განყოფილების მოსწავლეები ქართულად ჰყვებოდნენ, მესამე და მეოთხე განყოფილების მოსწავლეები კი – რუსულადაც. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14834; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .