საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14847

ფაქტი 14847

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მასწავლებლებისთვის გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან" და არითმეტიკის სახელმძღვანელოების შესაძენად პრემიის დანიშვნის შესახებ ადგილობრივ გაზეთში ინფორმაცია დაებეჭდა და სახელმძღვანელოების წარდგენის დროდ 1881 წლის 1-ლი იანვარი გამოეცხადებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14847; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .