საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14861

ფაქტი 14861

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სემინარიის შეგირდის ვასილ კარბელაშვილის თხოვნა იმის შესახებ, რომ გამგეობა მას ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14861; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .