საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14865

ფაქტი 14865

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლისადმი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი თანდათან მატულობდა, რაც შემოწირულობათა რაოდენობაზე აისახა. სახელდობრ, 1884-1885 საანგარიშო წელს საზოგადოების სასარგებლოდ 331 მანეთი შეგროვდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14865; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .