საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14922

ფაქტი 14922

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლისთვის აშენებული ქვითკირის შენობა მასწავლებლებმა საცხოვრებლად გადააკეთეს, რის გამოც სკოლას არ ჰქონდა სასწავლო გარემოსთვის შესაფერისი შენობა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14922; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .