საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15029

ფაქტი 15029

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველი იანვრისთვის ქუთაისის ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 2042 ქართული და 3535 რუსული წიგნი იყო. წლის განმავლობაში დაემატა 89 ქართული და 290 რუსული წიგნი. ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 5956 წიგნი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15029; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .