საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15057

ფაქტი 15057

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, შილდის ბიბლიოთეკიდან 21 სასულიერო შინაარსის წიგნი გაიცა, 137 – მხატვრული ლიტერატურა, 38 – ისტორიული, 15 – პოლიტიკურ-ეკონომიკური, 5 – საბუნებისმეტყველო და 214 საბავშვო წიგნი. სულ გაიცა 430 წიგნი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15057; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .